|
2025-10-16 11:18:50, 1135 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკი ეროვნული ბანკის კიბერუსაფრთხოების თვის კონკურსის მთავარი მხარდამჭერია
ოქტომბერი მსოფლიო მასშტაბით კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. ბაზისბანკი და საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუ ყოველწლიურად უერთდება ამ საერთაშორისო კამპანიას და იწყებს პოსტერების კონკურსს სახელწოდებით „კიბერუსაფრთხოება იუმორით“. კამპანიის მიზანია კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლება განსხვავებული, შემოქმედებითი და იუმორისტული კუთხით, მსუბუქი და გასაგები გზით საზოგადოებაში ინტერნეტ სივრცეში უსაფრთხო ქცევების წახალისება და პირადი ფინანსების დაცვის მიზნით გონივრული მიდგომების დამკვიდრება. 2025 წლის კიბერუსაფრთხოების კამპანიის დევიზია: „დაფიქრდი სანამ გახსნი, არ წამოეგო ანკესს.“ კონკურსს ეყოლება 4 გამარჯვებული: 2 ჟიურის რჩეული, 1 ბაზისბანკის რჩეული და 1 მომხმარებლის რჩეული. ბაზისბანკი კონკურსის მთავარი მხარდამჭერია და გამარჯვებულებს ფულადი პრიზებით დააჯილდოვებს. ნამუშევრები მიიღება 24 ოქტომბრის ჩათვლით. კონკურსის გამარჯვებულები 30 ოქტომბერს გამოვლინდებიან. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)