|
2025-10-15 13:42:20, 1219 ნახვა
ეკონომიკა
2024 წელს საქართველოში საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 12 მილიარდ ლარს გადააჭარბა
2024 წელს საქართველოში საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 12.1 მლრდ. ლარი შეადგინა. საქსტატის ცნობით, შემოსავლის უდიდეს ნაწილს – 76.9%-ს საპროცენტო და მასთან გათანაბრებული შემოსავლები შეადგენდა, 9.5% საკომისიო შემოსავლებზე მოდიოდა, ხოლო დარჩენილი 13.6% სხვა სახის შემოსავლებზე განაწილდა. ამასთან, უწყების ანგარიშით 2024 წლის დასასრულისთვის საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების სალაროში განთავსებული იყო 2.9 მლრდ. ლარი ნაღდი ფულის სახით. ამავე დროს, ფიქსირებული და არაწარმოებული აქტივების ნარჩენმა (საბალანსო) ღირებულებამ 2.5 მლრდ. ლარი შეადგინა. 2024 წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 42.5 ათასს შეადგენდა, რომელთაგან 65.9 პროცენტი ქალი იყო. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ გამომუშავებულმა პრემიამ (ბრუტო) 1.1 მლრდ. ლარი შეადგინა, საიდანაც 41.7% სამედიცინო დაზღვევაზე მოდიოდა, 11.8% – ქონების დაზღვევაზე, 9.2% – სიცოცხლის დაზღვევაზე, 6.7% – სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, 1.4% – უბედური შემთხვევის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი – 29.2%-ი სხვა სახის დაზღვევაზე განაწილდა. 2024 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ ანაზღაურებული დამდგარი სადაზღვევო ზარალი 707.6 მლნ. ლარით განისაზღვრა, რომლის 52.6% სამედიცინო დაზღვევაზე მოდიოდა, 5.5% – სიცოცხლის დაზღვევაზე, 4.6% – სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, 4.5% – ქონების დაზღვევაზე, 0.3% – უბედური შემთხვევის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი – 32.5%-ი სხვა სახის დაზღვევაზე განაწილდა.
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში?
NATO: ალიანსი 24/7 რეჟიმში არის მზად, უპასუხოს ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს, რათა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორია და ხალხი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)