|
2025-10-10 23:04:49, 1742 ნახვა
სამართალი
პაატა ბურჭულაძემ სუს-ისთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა
პაატა ბურჭულაძემ სუს-ისთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, - ამის შესახებ ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა, სადაც პაატა ბურჭულაძესთან გამოკითხვის მიზნით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იყვნენ შესული. „ჩემს დაცვის ქვეშ მყოფთან, პაატა ბურჭულაძესთან იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური [შესული]. როგორც აგვიხსნეს, საქმე ეხებოდა სადღაც ჩამარხული იარაღის ფაქტს, რასთან დაკავშირებითაც ბუნებრივია, არავითარი ინფორმაცია პაატა ბურჭულაძეს არ აქვს. გამოკითხვის ოქმში დავაფიქსირეთ ის, რომ ის არის პოლიტიკური ტყვე, პოლიტიკური პატიმარი და მის მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა. მის მიერ გაკეთებული განცხადებები უკვე არის გამოყენებული მის წინააღმდეგ, შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ ნებისმიერი ინფორმაცია ან ჩვენება, რომელსაც მისცემს მით უმეტეს ასე დაუგეგმავად, შეიძლება იქნას გამოყენებული პოლიტიკური მართლმსაჯულების პირობებში მის წინააღმდეგ, შესაბამისად ამ ეტაპზე ბურჭულაძემ ჩვენების მიცემაზე, მათ შორის სუს-ისთვის, უარი განაცხადა. ამასთან, პროცესმა ჩაიარა მშვიდად. თანამშრომლების ქმედებები იყო კანონის შესაბამისი, პროცედურები იყო სრულად დაცული, არანაირი ჩივილები არ გვაქვს, უბრალოდ, ასე მოსვლა, ღამის საათებში, ადვოკატის გაუფრთხილებლად, არის პრობლემა, რომელიც ჯერ კიდევ დგას, თუმცა მადლობა თანამშრომლებსაც და ბატონ პაატასაც, რომელიც ამ სიტუაციაში არ დაიბნა. მოვასწარი მოსვლა, სანამ გამოკითხვის პროცესი დასრულდებოდა“, - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)