|
2025-10-09 19:08:54, 1914 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკი საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია - Global Finance
Global Finance-ის 26-ე ყოველწლიური “მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე”, საქართველოს ბანკმა საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკის გლობალური ჯილდო მიიღო. ბანკი გამარჯვებულად კიდევ ხუთ ნომინაციაში დასახელდა. „ციფრული ბანკის განვითარების გზაზე ჩვენთვის მთავარი მიზანია, მომხმარებლებს გამარტივებული, სწრაფი და მაღალპერსონალიზებული გამოცდილება შევთავაზოთ. Global Finance-ის მიერ მინიჭებული მსოფლიოს საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკის ჯილდო კიდევ ერთხელ ადასტურებს , რომ ჩვენი სტრატეგია ეფექტიანი და სამაგალითოა. მადლობა ჩვენს მომხმარებლებს ნდობისთვის და გუნდის თითოეულ წევრს გაწეული ძალისხმევისთვის”, - განაცხადა გიორგი ვახტანგიშვილმა, ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა. დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკს კონკურენციას უწევდნენ ისეთი ძლიერი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, როგორებიც არიან Bank of America, Citi, Revolut და სხვა. გამარჯვებულები შეირჩნენ ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის სიძლიერის, ციფრული შეთავაზებების მრავალფეროვნების, ონლაინ მომხმარებელთა ბაზის ზრდისა და სხვა კრიტერიუმების საფუძველზე. მონაწილეები გლობალურმა საკონსულტაციო, ტექნოლოგიურმა და აუთსორსინგის ლიდერმა კომპანიამ Infosys-ის ჟიურიმ შეაფასა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება Global Finance-ის რედაქტორებმა მიიღეს. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების 2025 წლის დაჯილდოების პირველ რაუნდში საქართველოს ბანკმა 34 სხვადასხვა ნომინაციაში გაიმარჯვა.
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში?
NATO: ალიანსი 24/7 რეჟიმში არის მზად, უპასუხოს ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს, რათა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორია და ხალხი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)