|
2025-10-08 13:43:37, 1566 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია 18-მეტრიანი ავტობუსების ტექნიკური მომსახურებისთვის €20 მილიონიან კონტრაქტს აფორმებს
თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული თბილისის სატრანსპორტო კომპანია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან ითხოვს 20 მილიონი ევროს შესყიდვაზე თანხმობას, რაც 18-მეტრიანი MAN-ის ავტობუსების ტექნიკურ მომსახურებას შეეხება. თბილისის მერიამ აღნიშნული ავტობუსები ორ ტრანშად შეიძინა, თავდაპირველად მოხდა 160 ერთეული ავტობუსის შესყიდვა, შემდეგ კი დამატებით 40 ერთეულის. ამასთან, 2024 წლის ივნისში MAN-ის ავტორიზებულ სერვისცენტრთან, რომელსაც ოპერირებას "თეგეტა მოტორსი" უწევს გაფორმდა 25 მილიონი ევროს ხელშეკრულება, ახლა კი იგეგმება დამატებით 20 მილიონი ევროს ხელშეკრულების გაფორმება და დამატებით შესყიდული ავტობუსების მომსახურებას გულისხმობს. აღნიშნული მომსახურება 2028 წლის ჩათვლით იქნება ძალაში, ხოლო უკვე მოქმედი 25 მილიონი ევროს ხელშეკრულება 2027 წლის 7 ივნისამდე არის მოქმედი. "შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ბალანსზე ირიცხება 200 (ორასი) ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი (Lion‘s City 18C მოდელის), წარმოებული MAN Truck and Bus SE-ს მიერ. მათგან 160 ერთეული ავტობუსი ამჟამად გადის შესაბამის საგარანტიო და არასაგარანტიო მომსახურებას და უზრუნველყოფს თბილისის საქალაქო მარშრუტებზე მგზავრთა გადაყვანას, ხოლო დარჩენილი 40 ერთეული ავტობუსი საჭიროებს აღნიშნული სერვისის ჩატარებას. ქალაქის სამარშრუტო ქსელზე მომსახურების შეუფერხებელი განხორციელებისათვის, ავტობუსების ტექნიკურად გამართული და უსაფრთხო მდგომარეობის უზრუნველსაყოფად, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ 2025-2028 წლების შესყიდვების გეგმით გათვალისწინებული აქვს 40 ერთეული ავტობუსის გეგმური და არაგეგმური ტექნიკური მომსახურების შესყიდვა,"- ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორის მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის გაგზავნილ წერილში. 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა თბილისის ბიუჯეტს 324 მილიონი ლარი დაუჯდა. არსებული მდგომარეობით, ახალი ავტობუსების მნიშვნელოვანი ნაწილი თბილისს ჯერ არ ემსახურება, რადგანაც აღნიშნულისთვის ახალი დეპოს გახსნა არის აუცილებელი, რაც უახლოეს პერიოდში არის დაგგემილი.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)