|
2025-10-08 10:51:46, 1409 ნახვა
ეკონომიკა
მიიღე საქართველოს ბანკის სტიპენდია და დაეუფლე ახალ პროფესიას SMART Academy-ში
საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, მათთვის, ვისაც პროფესიის შეცვლა სურთ, ახალ ინიციატივას ახორციელებს და შესაძლებლობას აძლევს, 7 პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში მიიღონ დაფინანსება და დაეუფლონ სასურველ პროფესიას. პარტნიორ პროფესიულ აკადემიებს შორისაა სმარტ აკადემია, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ მათთვის სასურველი პროფესიული კურსები საქართველოს ბანკის სტიპენდიით. კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს. სტიპენდიატების შერჩევა სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე მოხდება. ამისათვის, შეავსეთ განაცხადი ვებგვერდზე: stipendia.bog.ge სმარტ აკადემია თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც ორიენტირებულია პრაქტიკულ ცოდნაზე, ხარისხიან სწავლებასა და პროფესიულ განვითარებაზე. აკადემიის მიზანია ხელი შეუწყოს ციფრული და ტექნოლოგიური პროფესიების გავრცელებას საქართველოში და შექმნას ისეთი გარემო, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ რეალური და მოთხოვნადი უნარების განვითარება. მოქმედი კურსები დაფუძნებულია თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებზე, რაც უზრუნველყოფს სტუდენტების ეფექტურ პროფესიულ მომზადებასა და მომავალ კარიერულ შესაძლებლობებზე მორგებას. ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში?
NATO: ალიანსი 24/7 რეჟიმში არის მზად, უპასუხოს ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს, რათა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორია და ხალხი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)