|
2025-10-06 13:40:41, 1597 ნახვა
ეკონომიკა
გურჯაანის მუნიციპალიტეტი ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ კონცერტში მომღერლებს ₾57 660 გადაუხდის
გურჯაანის მუნიციპალიტეტი ღვინის ფესტივალის ფარგლებში გამართულ კონცერტში მომღერლებს 57 660 ლარს გადაუხდის. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციის მიხედვით, 11 ოქტომბერს დაგეგმილ "გურჯაანის ღვინის ფესტივალის" ფარგლებში კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ,,ქართული ხმები", ,,უნისონი (კვარტეტი)“, ,,თეატრალურის კვარტეტი “, თბილისური კვარტეტი", დავით სირბილაძე, დავით არჩვაძე, გიგი ჭიპაშვილი და არჩილ ნიჟარაძე. "2025 წლის 11 ოქტომბერს გურჯაანში გაიმართება „გურჯაანის ღვინის ფესტივალი“, რომლის ფარგბელშიც დაგეგმილია საქართველოში მოქმედი ცნობილი მუსიკალური ჯგუფებისა და შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტის ორგანიზება. გიზიარებთ შერჩეულ შემსრულებლებს, რომლებიც არიან საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის (IPOA) კოლექტიური მართვის ორგანიზაციის წევრები: ქართული ხმები, უნისონი კვარტეტი, თეატრალურის კვარტეტი, თბილისური კვარტეტი, დავით სირბილაძე, დავით არჩვაძე, გიგი ჭიპაშვილი, არჩილ ნიჟარაძე. შემსრულებლებთან შეთანხმებული ანაზღაურების შესაბამისად, მომსახურების ღირებულება შეადგენს შემდეგს:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, დაავალოთ მერიის შესაბამის სამსახურებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განახორციელოს შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება და შემსრულებლებთან მომსახურების შეძენა განხორციელდეს ექსკლუზიური უფლებამოსილების საფუძველზე, ჯამური ღირებულებით 57 660 ლარი", - აღნიშნულია სააგენტოზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში. გურჯაანის ადგილობრივი მთავრობა სააგენტოსგან გამარტივებულ შესყიდვაზე ნებართვას ითხოვს.
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)