|
2025-10-05 17:12:28, 1460 ნახვა
პოლიტიკა
ყაველაშვილი - ეს არავის შერჩება და პასუხი იქნება მკაცრი
„უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული ძალები გუშინ მოუწოდებდნენ საქართველოს მოქალაქეებს ხელისუფლების დამხობისკენ. ეს არავის შერჩება და ამასთან დაკავშირებით იქნება მკაცრი პასუხი",- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დანიშნულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ხელისუფლების დამხობის მიზნით ძალადობრივი აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლის ღობე დაანგრიეს. „სამწუხაროდ პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა აქცია ხელისუფლების დამხობის მიზნით. ჩვენმა საზოგადოებამ იხილა ვანდალური აქტები, მოწოდებები ჯერ კიდევ წინა დღეებში. საქართველოს მოქალაქეების ასეთი მაღალი სტანდარტის მიუხედავად, ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობენ უცხო სპეცსამსახურების დავალებით მოქმედი ძალები. ჩვენი საზოგადოება თვალყურს ადევნებდა თუ როგორ იქცეოდნენ აქ, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. დაამსხვრიეს, დალეწეს ღობე, ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა, როგორი განადგურებული იყო გუშინ ეს ყველაფერი. ეს არავის უნდა ეპატიოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული ეს ძალები გუშინ მოუწოდებდნენ საქართველოს მოქალაქეებს ხელისუფლების დამხობისკენ. ეს არავის შერჩება და ამასთან დაკავშირებით იქნება მკაცრი პასუხი",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)