04:30 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-02 12:45:01, 1247 ნახვა

პოლიტიკა
დანიის საგარეო - EPC-ის შეხვედრაზე საქართველოს მიწვევა მხოლოდ დადგენილი ფორმატით მოხდა

დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, 2 ოქტომბერს კოპენჰაგენში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე პასუხად აცხადებს, რომ ევროპული პოლიტიკური გაერთიანება (EPC) არ წარმოადგენს ევროკავშირის ფორმატის შეხვედრას. 

უწყების განცხადებით, დანია ინარჩუნებს EPC-ის მონაწილეობის დადგენილ ფორმატს, შესაბამისად საქართველოს მოწვევა მხოლოდ აღნიშნული ფორმატის გათვალისწინებით მოხდა. 

"ევროპული პოლიტიკური გაერთიანება (EPC) არ წარმოადგენს ევროკავშირის ფორმატის შეხვედრას. EPC-ის ფორმატი არ ცვლის ევროკავშირის არსებულ პოზიციებსა და პოლიტიკას საქართველოსთან დაკავშირებით. ევროკავშირმა და დანიამ არაერთხელ გამოთქვეს შეშფოთება საქართველოში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების და ზოგადი დემოკრატიული უკუსვლის გამო.

დანია ინარჩუნებს EPC-ის მონაწილეობის იმ ფორმატს, რომელიც დადგენილია EPC-ის წინა ექვსი მასპინძელი ქვეყნის მიერ, მათ შორის, ბოლო შეხვედრის, რომელიც ალბანეთში 2025 წლის მაისში შედგა. შესაბამისად, საქართველოს მოწვევა კოპენჰაგენში დაგეგმილ EPC-ის შეხვედრაზე მხოლოდ აღნიშნული ფორმატის გათვალისწინებით მოხდა". - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

ადმინისტრაციის ცნობით, კობახიძე მონაწილეობას მიიღებს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში, რომელიც 2 ოქტომბერს კოპენჰაგენში გაიმართება. მათივე ცნობით კობახიძე დანიაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ჟორჟოლიანი არიან. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics