|
2025-10-02 12:32:22, 1273 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მობილბანკში Grand Mall-ის ციფრული სასაჩუქრე ბარათები ხელმისაწვდომია
საქართველოს ბანკი ციფრული სერვისების განვითარებას და მომხმარებლისთვის ინოვაციური გადაწყვეტილებების შეთავაზებას აგრძელებს. ამ მიზნით, მობილბანკის ფუნქციონალები კიდევ უფრო გაფართოვდა და მომხმარებლებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, Grand Mall-ის ციფრული სასაჩუქრე ბარათები აპლიკაციაშივე შეიძინონ. ახალი სერვისი მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, ციფრული სასაჩუქრე ბარათი მარტივად, მხოლოდ ადრესატის მობილური ტელეფონის ნომრის გამოყენებით გააგზავნონ. ამასთანავე, შესაძლებელია პერსონალიზაციაც – მისალოცი ტექსტის დამატება და დიზაინის შერჩევა. Grand Mall ბათუმის ციფრული სასაჩუქრე ბარათის მთავარი უპირატესობა მის მოქნილობაშია. ბარათის მფლობელს შეუძლია, იშოპინგოს არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ მაღაზიაში, არამედ სავაჭრო ცენტრის მასშტაბით ნებისმიერ ობიექტში, რაც მას მრავალფეროვან არჩევანს და დამატებით კომფორტს სთავაზობს. „საქართველოს ბანკში ვზრუნავთ, რომ მომხმარებელს თანამედროვე, სწრაფი და მოქნილი ციფრული პროდუქტები შევთავაზოთ. Grand Mall ბათუმის ციფრული სასაჩუქრე ბარათის დამატებით, მობილბანკის ფუნქციონალი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა და მომხმარებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, საყვარელი ადამიანებს საჩუქარი მარტივად გასდასცენ“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში. ინფორმაციისთვის, ბარათის დამატება შესაძლებელია ციფრულ საფულეში (Wallet), ბარათის ადრესატი კი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, მიუხედავად იმისა, სარგებლობს თუ არა იგი საქართველოს ბანკის მობილბანკით. გადმოწერე მობილბანკი და გააგზავნე Grand Mall-ის ციფრული სასაჩუქრე ბარათები მარტივად.
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)