|
2025-09-30 15:51:21, 1866 ნახვა
საზოგადოება
გაიცანი ლინუკა ლომთათიძე, საქართველოს ბანკის და Miami Ad School Europe-ის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის გამარჯვებული
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, Miami Ad School-თან თანამშრომლობით ნიკა გუჯეჯიანი სახელობის სასტიპენდიო პროგრამა შექმნა. ინიციატივის ფარგლებში, ბანკი შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდა პროფესიონალებს, ჩააბარონ Miami Ad School Europe-ის პორტფოლიო პროგრამაზე და ისწავლონ სრული დაფინანსებით. წელს, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის გამარჯვებული ლინუკა ლომთათიძე გახდა და ოქტომბრიდან არტ-დაირექშენის მიმართულებით ისწავლის. “არასოდეს წარმომედგინა, რომ ოდესმე ამ კონკურსში გავიმარჯვებდი. მაგრამ რამდენიმე თვით ადრე მიზნად დავისახე, ბოლომდე მებრძოლა. ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ჩავდე და, საბოლოოდ, ჩემი დიდი ხნის ოცნება რეალობად იქცა”, - აღნიშნავს ლინუკა. ლინუკა დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო განათლება მას ახალ ჰორიზონტებს გაუხსნის და შეძლებს საკუთარ „პატარა სამყაროსა“ და გლობალურ კრეატივს შორის საზღვრები გადალახოს. ჟინი, რომელიც მიზნამდე მიგიყვანს ჟინი, რომელმაც ლინუკა გამარჯვებამდე მიიყვანა, მისთვის დღესაც ყველაზე ძლიერი მოტივაციაა. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია. “ჩემთვის ჟინი ნიშნავს მწველ სურვილს, რომელიც არ გაჩერებს და სულ ახალ მიზნებს გთავაზობს. ის არის გულის ყველაზე დიდი აჩქარება – როცა მიზანი გაშინებს, მაგრამ მისთვის მაინც ყველაფერს დათმობ”, - გვიყვება ლინუკა. სწორედ ამიტომ, იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც პროფესიულ ცხოვრებაში განვითარება სურთ, ურჩევს, აუცილებლად გადადგან ეს ნაბიჯი. “არასოდეს დანებდეთ! რაც არ უნდა გითხრან, რომ არ გამოვა ან სიგიჟეა, არავის მოუსმინოთ. მოუსმინეთ მხოლოდ საკუთარ გულს. ყველა და ყველაფერი დაივიწყეთ და ბოლომდე იბრძოლეთ, რადგან როცა ძალისხმევას დებ, მას სამყარო არასოდეს გიკარგავს – ყველაფერი უკან გიბრუნდება. ყველა „სიგიჟე“, რასაც გულით მოისურვებთ, აუცილებლად ახდება”, - ამბობს ლინუკა. პორტფოლიო, რომელმაც მას წარმატება მოუტანა, შეგიძლია ნახო ვებგვერდზე lomtatidzelinuka.com ლინუკას ამბავი დასტურია, რომ დიდი ოცნებებიც კი რეალობა ხდება, როცა მას მთელი გულით და მონდომებით ემსახურები. მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის განაცხადების
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)