15:56 - 13 Aug, 2026
|
2015-02-18 10:48:25, 1116 ნახვა
სამართალი
საქართველოს სამი და რუსეთის ორი მოქალაქე აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე, საქართველოს სამი და რუსეთის ორი მოქალაქე დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა რუსთავის ტერიტორიაზე, ქართული აქციზური მარკის გარეშე გადაზიდეს და გაასაღეს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული, დიდი ოდენობით ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელი-არაყი-„ნეფტი“. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით გრძელდება, რაც თავისუფლების აღკვეთას 4 -დან 6-წლამდე ვადით ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)