|
2025-09-29 18:34:25, 1799 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის პარტნიორმა “ლაიონ აუქციონმა” ამიერკავკასიაში პირველი ამერიკული ავტო აუქციონი გამართა
საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, 27 სექტემბერს, წეროვანში, ლაიონ აუქციონის ავტოსადგომზე, ამიერკავკასიაში პირველი, ამერიკული ავტო აუქციონი გაიმართა. პირველ აუქციონზე წარმოდგენილი იყო 10 ავტომობილი, რომელიც დღეს ყველაზე მოთხოვნადია ბაზარზე. აუქციონის მონაწილეებს კი შესაძლებლობა ჰქონდათ სასურველი ავტომობილი საბაზრო ღირებულებაზე 2-3 ჯერ ნაკლებ ფასად შეეძინათ. ლაიონ აუქციონის ავტოსადგომზე ყველა საფასო კატეგორიის ავტომობილს იპოვით. კომპანია მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს ადგილზე არსებული ავტომობილების გარდა, გზაში მყოფი ავტომობილები შეიძინონ ან საკუთარი მანქანა დააყენონ, მის გაყიდვაში კი კომპანია დაეხმარებათ. აღსანიშნავია, რომ ლაივ აუქციონი პერიოდულობით, ყოველ შაბათს გაიმართება. გარდა ამისა, 9 ოქტომბრიდან მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ სასურველი ავტომობილი ონლაინ, www.lionauctions.com - ზე შეიძინონ. ინფორმაციისთვის, ლაიონ აუქციონი IAA-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. „საქართველოს ბანკი ბიზნესისერთგული პარტნიორია და წლებია საქართველოში ავტო ინდუსტრიის განვითარებას აქტიურად უჭერს მხარს. ლაიონ გრუპთან 2018 წლიდან ვთანამშრომლობთ. წლიდან-წლამდე კი ეს ურთიერთთანამშრომლობა და მეგობრობა კიდევ უფრო მეტად ღრმავდება. აღნიშნული ღონისძიებაც ამის დასტურია. აუტო აუქციონი არ არის უბრალოდ გაყიდვების ახალი არხი, ეს არის პლატფორმა, რომელიც მომხმარებლის გამოცდილებასა და ავტომობილის შეძენის კულტურას მნიშვნელოვნად შეცვლის. აღსანიშნავია, რომ ავტო აუქციონის პარალელურად, საქართველოში IAA-ის (Insurance Auto Auctions) ოფიციალური წარმომადგენლობა ფუნქციონირებს. ეს ყოველივე კი ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს, რაც როგორც ინდუსტრიულ განვითარებას, ასევე ეკონომიკურ პროგრესს გულისხმობს. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების მხარდაჭერას“ - განაცხადა ალექსანდრე წულუკიანმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)