|
2025-09-27 12:06:44, 2607 ნახვა
კომენტარი
კობახიძე - ივანიშვილის მიმართ უკვე 3 წელია მოქმედებს არაფორმალური სანქციები, გაყინული აქვს ანგარიშები
ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკვე 3 წელია მოქმედებს არაფორმალური სანქციები, გაყინული აქვს ანგარიშები და ვერც ერთი ნაბიჯი ვერ გადაადგმევინეს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამაზე ვერ იდარდებს ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საფრანგეთის სენატში საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის დაინიცირებას შეეხებოდა. კობახიძის თქმით, ეს რეზოლუცია არის ტრაგიკული მოვლენა და ევროპულ ბიუროკრატიაში არსებულ ტრაგიკულ ვითარებაზე მიუთითებს. "რეზოლუციაში წერია, რომ სააკაშვილი ისევ კვდება და საქართველოში არის ავტორიტარული მმართველობა, თქვენს შეკითხვებზე მეტად არასერიოზულიც კი არის ის რეზოლუცია, რომელიც საფრანგეთში დაინიცირდა. ეს არის ტრაგიკული მოვლენა და ევროპულ ბიუროკრატიაში არსებულ ტრაგიკულ ვითარებაზე მიუთითებს,"- განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)