|
2025-09-22 22:19:22, 2025 ნახვა
მსოფლიო
სიკორსკი რუსეთს - ყველაფერს რაც ნატოს საჰაერო სივრცეში შემოვა ჩამოვაგდებთ და ნუ დაიწყებთ მერე წუწუნს
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ნებისმიერი რუსული რაკეტა ან დრონი, რომელიც ნატოს საჰაერო სივრცეში შევა, ჩამოიგდებს. “თუ კიდევ ერთი რუსული რაკეტა ან თვითმფრინავი გამიზნულად, ან შემთხვევით შემოფრინდება ჩვენს საჰაერო სივრცეში და მას ჩამოაგდებენ , ნუ დაიწყებთ აქ წუწუნს. მისი თქმით, რუსეთს საერთაშორისო სამართალი ფეხებზე ჰკიდია "ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ თქვენ ფეხებზე გკიდიათ საერთაშორისო სამართალი და ორგანულად არ შეგიძლიათ მეზობლებთან მშვიდობიანი თანაცხოვრება. თქვენი რადიკალური ნაციონალიზმი არის ბატონობის დაუოკებელი წყურვილი, რომელიც შოვინიზმის ყველაზე საშინელი ფორმაა. ეს არ დამთავრდება, სანამ არ შეიგნებთ და არ აღიარებთ, რომ იმპერიების ეპოქა დამთავრდა, და თქვენი იმპერია აღარასდროს დაბრუნდება! უკრაინელი სამხედროების თითოეული თქვენზე დარტყმა - დაე ღმერთმა დალოცოს ისინი, ამ დღეს აახლოვებს." - ასე მიმართა რადოსლავ სიკორსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის წარმომადგენელს, ვასილი ნებენზიას
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)