|
2025-09-22 17:31:59, 1262 ნახვა
ეკონომიკა
დაეუფლე ახალ პროფესიას პროფესიულ აკადემიებში სრული დაფინანსებით - საქართველოს ბანკი ახალ პროექტს იწყებს
საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, ახალ პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც, პარტნიორ პროფესიულ აკადემიებსა და სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტებს სწავლის 100%-იანი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ინიციატივის ფარგლებში, დაფინანსების მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც სურს, დაეუფლოს ახალ პროფესიას ან შეიცვალოს კარიერული მიმართულება. ამისათვის, მსურველებმა 15 ოქტომბრამდე უნდა შეავსონ განაცხადი ვებგვერდზე: stipendia.bog.ge სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, სტიპენდიატების შერჩევა პროფესიული აკადემიისა და საქართველოს ბანკის მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით მოხდება - მსურველები შეირჩევიან განაცხადის, გასაუბრების და, რიგ შემთხვევაში, ტესტირების შედეგად. ინიციატივაში 7 პარტნიორი პროფესიული აკადემია ჩაერთო, მათ შორის არიან:
საქართველოს ბანკის ახალი სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, აპლიკაციების მიღება უკვე დაიწყო. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: stipendia.bog.ge ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)