04:43 - 14 Aug, 2026
|
2016-03-23 11:20:51, 1548 ნახვა
მსოფლიო
ბრიუსელში ტერაქტების სერიას 34 ადამიანი ემსხვერპლა 250 კი დაშავდა
ბელგიაში 3 დღიანი გლოვაა გამოცხადებული. ბრიუსელში გუშინდელ ტერაქტს 34 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 250 ადამიანი დაშავებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ადგილობრივი დროით 12 საათზე გარდაცვლილებს წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ. მიმდინარეობს სპეც-ოპერაცია და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა არის გამოცხადებული. "ისლამურმა სახელმწიფომ" ტერაქტზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო. ISIS მოკავშირე საინფორმაციო სააგენტო "ამაკი" დაჯგუფების განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც "ისლამური სახელმწიფო" ახალი ტერაქტების მოწყობით იმუქრება. შეგახსენებთ, რომ გუშინ ბრიუსელში ტერაქტების სერია განხორციელდა. აფეთქებები ქალაქის აეროპორტში და მეტრო სადგურში მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)