|
2016-03-23 11:09:05, 740 ნახვა
სამართალი
ბაქო-სუფსის მილსადენიდან, დიდი ოდენობით ნედლი ნავთობის ქურდობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ბაქო-სუფსის მაგისტრალური მილსადენიდან, დიდი ოდენობით ნედლი ნავთობის ქურდობის ფაქტზე ორი პირი დააკავა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს. მათივე ცნობით, ბრალდებულებმა, სოფელ რუისში, მიწის ქვეშ გაიყვანეს 1 კილომეტრი სიგრძის კუსტარული მილსადენი. შემდეგ კი დააზიანეს „ბრიტიშ-პეტროლიუმის“ საკუთრებაში არსებული ბაქო-სუფსის მაგისტრალი, სადაც დაამონტაჟეს სპეციალური ონკანი და სისტემატურად ახორციელებდნენ ცენტრალური მილსადენიდან ნედლი ნავთობის გადადინებას მათ საკუთრებაში არსებულ რეზერვუარებში. „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი ლაშხირიძე და იაგო კახაბრიშვილი, სისტემატიურად, ფარულად ეუფლებოდნენ მაგისტრალურ მილსადენში გამავალ ნედლ ნავთობს. ბრალდებულებმა, ქარელის რაიონის სოფელ რუისში, სპეციალური ტენქიკური მოწყობილობებით, მიწის ქვეშ გაიყვანეს 1 კილომეტრი სიგრძის კუსტარული მილსადენი, შემდგომში დააზიანეს „ბრიტიშ-პეტროლიუმის“ საკუთრებაში არსებული ბაქო-სუფსის მაგისტრალი, დაზიანებულ ადგილზე დაამონტაჟეს სპეციალური ონკანი და სისტემატურად ახორციელებდნენ ცენტრალური მილსადენიდან ნედლი ნავთობის გადადინებას მათ საკუთრებაში არსებულ რეზერვუარებში. მოპარული ნავთობის ტრანსპორტირებისას კი ავტომანქანაში არსებულ რეზერვუარებს შენიღბვის მიზნით ფარავდნენ ბოსტნეულით. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულები მოპარული ნედლი ნავთობის ტრანსპორტირებას და დასაწყობებას ახდენდნენ ქალაქ თბილისში, თავჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ძველი ქარხნის ტერიტორიაზე განთავსებულ რეზერვუარებში, სადაც შემდგომში ახდენდნენ მის გადამუშავებას და სარეალიზაციოდ გამზადებას. დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 10 წლამდე ვადით“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)