06:47 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-05 20:08:38, 40383 ნახვა

კულტურა
ბაზისბანკი სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია | კინოფესტივალს მესტია წელს მეხუთედ უმასპინძლებს

ბაზისბანკის ოფიციალური სპონსორობით, 8-13 სექტემბერს მესტია, სვანეთის V საერთაშორისო კინოფესტივალს უმასპინძლებს.

სვანეთის V საერთაშორისო კინოფესტივალი „დალი“, ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც 2021 წელს რეჟისორებმა მარიამ ხაჭვანმა და თეიმურაზ ჩხვიმიანმა დააფუძნეს. სვანეთის კინოფესტივალი მსოფლიო კინოფესტივალების განუყოფელი ნაწილი გახდა და მესტია წელსაც უმასპინძლებს სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

კინოფესტივალის ფარგლებში მესტიას ყოველწლიურად სტუმრობენ საერთაშორისო კინოფესტივალების პროგრამერები, სელექციის წევრები და ცნობილი რეჟისორები, მათ შორის კანის, ბერლინალეს, ვენეციის, თესალონიკის, კარლოვი ვარის და ტალინის კინოფესტივალების პროგრამერები.

უკვე მეხუთედ, კინოს სიყვარულით სავსე სივრცე ქართულ და საერთაშორისო კინოინდუსტრიას გააერთიანებს. კინოფესტივალის პროგრამა მოიცავს: Work-in-Progress / პოსტ-პროდუქციის კონკურსს, მასტერკლასებს, თანამედროვე და კლასიკური ფილმების გარე ჩვენებებს და კულტურულ და ტურისტულ გამოცდილებას „კინო მთაში“.

სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმების ჩვენება ყოველდღიურად, მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, ასევე სეტის მოედანზე, ღია ცის ქვეშ გაიმართება. წლევანდელი კინოფესტივალი რეჟისორ ელდარ შენგელიას საპატივცემულოდ, მისი ფილმების - „თეთრი ქარავანის“ და „ცისფერი მთების“ რეტროსპექტივით გაიხსნება და დაიხურება.

„ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად უჭერს მხარს ქართულ კულტურას. მოხარულები ვართ, რომ წელსაც ვუერთდით სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალს — ღონისძიებას, რომელმაც უკვე მიიპყრო მნიშვნელოვანი საერთაშორისო ყურადღება და ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენად იქცა ქვეყნის სახელოვნებო ცხოვრებაში. ჩვენ გვჯერა, რომ ხელოვნებისა და კულტურის განვითარებისთვის ბიზნესის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. სწორედ ასეთი თანამშრომლობებით ვქმნით შესაძლებლობებს ქართულ კულტურაში ინოვაციური იდეების განსახორციელებლად.“ – თამარ ხადური, ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics