|
2025-08-30 11:19:55, 3713 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ, რაკეტების შემდეგ კიევს MIM-104 Patriot-ს გადასცემს. აშშს ელჩი კი ამბობს რომ უკრაინამ მოსკოვს ტერიტორიის სიღრმეში უნდა დაარტყას
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის MIM-104 Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის სათადარიგო ნაწილებისა და აღჭურვილობისთვის (სავარაუდოდ, ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტებიც შედის ამ გარიგებაში) დაახლოებით $179 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი დაამტკიცა. ახდეპმა უკრაინისთვის ასევე დაამტკიცა დაახლოებით $150 მილიონი დოლარის ღირებულების "სტარლინკის“ სატელიტური ინტერნეტის მომსახურების გაყიდვაც. აღნიშნულ თანხებს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებისთვის ევროპული სახელმწიფოები გამოყოფენ… ამ ფონზე კი აშშ-ის წარმომადგენელმა ნატოში, მეთიუ უიტაკერმა, განაცხადა, რომ უკრაინამ მიიღო იარაღი, რომელსაც შეუძლია მიზანში ამოიღოს ობიექტები რუსეთის ტერიტორიაზე. მისი თქმით, „მაღალია ალბათობა“, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ასეთ შესაძლებლობებს გამოიყენებენ. უიტაკერის განმარტებით, ეს შესაძლებლობები დაეხმარება კიევს სამომავლო შეტევაში. მან ასევე გაიხსენა უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებული დარტყმები. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაამტკიცა 179 მილიონი დოლარის ოდენობის გარიგება Patriot-ის სარაკეტო სისტემების მომსახურებისთვის, რომელიც მოიცავს სათადარიგო ნაწილებს, მომზადებას და პროგრამულ უზრუნველყოფას. პროექტში, სავარაუდოდ, RTX და Lockheed Martin ჩაერთვებიან. The New York Times-ის ინფორმაციით, უკრაინაში უკვე შევიდა ამერიკული ფრთოსანი რაკეტების პირველი პარტია, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის შეთანხმების შედეგად მიეწოდება პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობით. დანია, ნიდერლანდები და ნორვეგია უკრაინისთვის უზრუნველყოფენ 3,500-ზე მეტ მაღალი სიზუსტის რაკეტას და ნავიგაციურ სისტემას, რომლის ღირებულება 825 მილიონ დოლარს აღწევს.
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
გახარიას პარტია: აფხაზეთში კომერციული საწვავის იმპორტი საქართველოს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)