|
2025-08-16 12:10:46, 2386 ნახვა
კომენტარი
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა: - ვაშინგტონში ვიზიტი იგეგმება
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-სა და რუსეთის ლიდერების ალასკაში შეხვედრის შემდეგ მას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან „ხანგრძლივი და შინაარსიანი“ საუბარი ჰქონდა. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა Telegram-ზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ თავდაპირველად ტრამპთან პირისპირ ერთ საათზე მეტხანს ისაუბრა, შემდეგ კი საუბარში ევროპელი ლიდერებიც ჩაერთნენ. საერთო ჯამში, მათ საათ-ნახევარზე მეტი ისაუბრეს. „უკრაინა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მზადაა მშვიდობის გულისთვის მაქსიმალურად პროდუქტიულად იმუშაოს. პრეზიდენტმა ტრამპმა მაცნობა რუსეთის ლიდერთან შეხვედრის, საუბრის ძირითადი საკითხების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის სიძლიერემ გავლენა მოახდინოს სიტუაციის განვითარებაზე“, - წერს ზელენსკი. მან აღნიშნა, რომ უკრაინა მხარს უჭერს ტრამპის წინადადებას უკრაინას, ამერიკასა და რუსეთს შორის სამმხრივი შეხვედრის შესახებ, რადგან ძირითადი საკითხების განხილვა მხოლოდ ლიდერების დონეზეა შესაძლებელი. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ტრამპის მოწვევით ვაშინგტონს ეწვევა. „ორშაბათს, ვაშინგტონში, პრეზიდენტ ტრამპთან ერთად განვიხილავ მკვლელობების დასრულებისა და ომის დასრულების ყველა დეტალს. მადლიერი ვარ მოწვევისთვის.“ მან ასევე ხაზი გაუსვა ევროპელების ყველა ეტაპზე ჩართულობის მნიშვნელობას, რათა ამერიკასთან ერთად უზრუნველყოფილი იყოს საიმედო უსაფრთხოება. „ჩვენ განვიხილეთ ამერიკული მხარის დადებითი სიგნალები უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი პოზიციების კოორდინაციას ყველა პარტნიორთან“, - წერს ზელენსკი. „The Economist“-ის კორესპონდენტის, ოლივერ კეროლის ცნობით, ალასკაში გამართული სამიტის დროს ტრამპმა და პუტინმა ლიდერების სამმხრივ შეხვედრამდე „საჰაერო ზავის“ შესახებ წინასწარი შეთანხმებას მიაღწიეს. თავის მხრივ, რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრეჰემმა იწინასწარმეტყველა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი შეიძლება შობამდე დასრულდეს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამმხრივი შეხვედრა გაიმართება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის.
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)