|
2025-08-16 11:21:20, 2037 ნახვა
მსოფლიო
კირილ დმიტრიევი - აშშ-რუსეთის სამიტი პროდუქტიული იყო
რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი აცხადებს, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის დროს განხილული იყო ბევრი საკითხი და ბევრზე შეთანხმება იყო მიღწეული, ზოგიერთი კი ჯერ კიდევ შესათანხმებელია. ამის შესახებ კირილ დმიტრიევმა ანკორიჯში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ალასკაში აშშ-რუსეთის სამიტი იყო პროდუქტიული. ამერიკულმა მხარემ რუსული მხარე ძალიან კარგად მიიღო. განვიხილეთ ბევრი საკითხი და ბევრზე შევთანხმდით. ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ შესათანხმებელია. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ხაზი გაუსვა აშშ-ისა და რუსეთს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვან ეკონომიკურ პოტენციალს. ჩვენ გავაგრძელებთ აშშ-რუსეთის ურთიერთობების განვითარებას, ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად“, – თქვა უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევმა. დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ანკორიჯში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)