|
2025-08-11 14:23:11, 3206 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე ოპოზიციის გეგმებზე- პირადად მე ამით არ ვინტერესდები
ოპოზიცია და მათი გეგმები ჩემი ინტერესის საგანს არ წარმოადგენს - ჩვენ ვესაუბრებით მხოლოდ ხალხს და ვსაუბრობთ იმის შესახებ, თუ როგორ გადავჭრათ არსებული პრობლემები და როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს, - ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მმართველი გუნდისთვის მთავარია იმ პრობლემების მოგვარება, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს მუნიციპალიტეტებსა და დედაქალაქში. „ჩვენ მზადება უკვე დიდი ხანია დაწყებული გვაქვს. ჩვენთვის მთავარია, რომ ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს და მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს მუნიციპალიტეტებსა და დედაქალაქში. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმვალობაში აბსოლუტურად ყველა მიმართულებით ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები და გამოწვევები, რომლებსაც მოგვარება სჭირდება და გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები, გვაქვს საინტერესო ხედვა ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისი თქმით, მომდევნო დღეებში საზოგადოებას წარედგინება დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო პროექტები. „რაც შეეხება ოპოზიციას, მე, პირადად, ამით არ ვინტერესდები და არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელი კანდიდატი იქნება წარმოდგენილი მათი მხრიდან. ჩვენ ვესაუბრებით მხოლოდ ხალხს და ვსაუბრობთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადაიჭრას არსებული პრობლემები და როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს. რაც შეეხება ოპოზიციასა და მათ გეგმებს, ეს ჩემი ინტერესის საგანს არ წარმოადგენს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)