|
2025-08-11 14:14:01, 1306 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე -2008 წელს ომი დაიწყო არა საქართველომ, არამედ სააკაშვილის მოღალატეობრივმა, გარედან ჩანერგილმა რეჟიმმა
არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველომ დაიწყო ომი 2008 წელს. 2008 წელს ომი დაიწყო არა საქართველომ, არამედ სააკაშვილის მოღალატეობრივმა, გარედან ჩანერგილმა რეჟიმმა, - ამის შესახებ საქართველოს ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კობაძიემ აღნიშნა, სააკაშვილი გაყალბებული გზით იყო დარჩენილი პრეზიდენტის თანამდებობაზე და ომის დაწყებით მან გარე დავალება შეასრულა. „2018 წელს პირველად განაცხადა „ნაცმოძრაობამ", რომ მათ არ დაუწყიათ ომი, მანამდე არც ერთხელ არ გაუბედავთ ამის თქმა, რადგან ყველას გვახსოვდა, რაც მოხდა. 2008 წელს ომი როგორ დაიწყო, რა ხდებოდა 2008 წლის დილიდან, როდესაც გვიცხადებდა პირადად სააკაშვილი, გვიცხადებდნენ იაკობაშვილი, ლომაია და სხვები, რომ ისინი იღებდნენ სოფელს სოფელზე, დასახლებას დასახლებაზე, ისინი ათავისუფლებდნენ ცხინვალის რეგიონს, რუსები კარგად იქცეოდნენ, სეპარატისტები იყვნენ ცუდები და ა.შ. ეს ხომ ყველას გვახსოვდა, ამიტომ 2018 წლამდე ვერ ბედავდნენ საპირისპიროს თქმას და 2018 წელს გადაწყვიტეს, რომ თურმე არ დაუწყიათ ომი. 2018 წელს ასევე გადაწყვიტეს, რომ ომი დაიწყო არა 8 აგვისტოს, არამედ 7 აგვისტოს და ა.შ. ეს ყველაფერი არის სირცხვილი. 2008 წლის ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა ცალსახად. ის იყო გაყალბებული გზით დარჩენილი პრეზიდენტის თანამდებობაზე და ამ მოღალატემ, გაყალბებული გზით დარჩენიმა მოღალატემ, უცხოელმა აგენტმა, 2008 წელს შეასრულა დავალება და დაიწყო ომი. როგორც არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველომ მოკლა მაგალითად, სანდრო გირგვლიანი, საქართველომ მოკლა ბუტა რობაქიძე, ზუსტად ასევე არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველომ დაიწყო ომი 2008 წელს. 2008 წელს ომი დაიწყო არა საქართველომ, არამედ სააკაშვილის მოღალატეობრივმა, გარედან ჩანერგილმა რეჟიმმა. თქვენ გახსოვთ 2003 წელს ისინი გარედან დაგვისვეს ხელისუფლებაში, მოატყუეს ხალხი. ისინი იყვნენ თავიდანვე უცხოელი აგენტები, მათ ჩაიდინეს ღალატი 2008 წელს, შეასრულეს მთავარი მოღალატეობრივი დავალება, როდესაც დაიწყეს თავის დროზე ომი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)