|
2025-08-06 18:23:38, 2014 ნახვა
პოლიტიკა
მზია ამაღლობელს უნდა მიეცეს სამართლიანი სასამართლოს უფლება, ხოლო მის მიმართ ჩადენილი დანაშაულების დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდეს -Amnesty International-
მზია ამაღლობელს უნდა მიეცეს სამართლიანი სასამართლოს უფლება, ხოლო მის მიმართ ჩადენილი დანაშაულების დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდეს და შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს, რათა სამართალი აღსრულდეს, – ამის შესახებ Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილის, დენის კრივოშეევის განცხადებაშია ნათქვამი. მისი თქმით, მზია ამაღლობელი პოლიციის მხრიდან მთელი რიგი ძალადობის მსხვერპლი გახდა. „სიტყვიერი შეურაცხყოფა, ყვირილი, დაშავება და შემდგომში სამედიცინო დახმარებაზე უარი – ყველაფერი ეს დადასტურებულია სასამართლოზე თავად პოლიციის თანამშრომლების მიერ, მაგრამ დაუსჯელობა კვლავ იმარჯვებს. სასამართლო პროცესს თან სდევდა სერიოზული პროცედურული დარღვევები და მიკერძოება. სასამართლომ არ მიიღო დაცვის მხარის მტკიცებულებების უმეტესობა და უარი თქვა პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის სანდო ბრალდებების გამოძიებაზე. მზია ამაღლობელს უნდა მიეცეს სამართლიანი სასამართლოს უფლება, ხოლო მის მიმართ ჩადენილი დანაშაულების დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდეს და შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს, რათა სამართალი აღსრულდეს“, – განაცხადა Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილემ, დენის კრივოშეევმა. ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს ორი წლით პატიმრობა შეუფარდა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)