|
2025-08-06 18:04:13, 1991 ნახვა
პოლიტიკა
სანიკიძე -შიდა კლანური დაპირისპირებაა სასამართლოშიც. ივანიშვილს ეშინია ხალხის მუხტის,
“გიორგი ახობაძე თავისუფალია — შიდა კლანური დაპირისპირებაა სასამართლოშიც. ივანიშვილს ეშინია ხალხის მუხტის, მაგრამ ცხელი შემოდგომა გარდაუვალია — ეს ქვეყანა გათავისუფლდება“ - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ლევან სანიკიძემ “პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ყველა პატიოსან, სამართლიან მოქალაქეს, რადგან დღეს გავიმარჯვეთ ყველამ, გავუმარჯვეთ სისტემაზე, რადგან მე არ მგონია ახლა, რომ ვინმეს კეთილსინდისიერების ბუშტი გაუსკდა, უბრალოდ შიდა კლანური დაპირისპირება აქვთ სასამართლოშიც, “ოცნებაშიც” მძიმე მდგომარეობაა, ეშინიათ საგარეო უწყების, “მეგობარი აქტის” , სანქციების და რაც მთავარია ეშინიათ ქართველი ხალხის მუხტის. იმ კომისიაზეც უკან დაიხიეს, აქაც უკან დაიხიეს, მზია ამაღლობელთან დაკავშირებითაც ბოლომდე ვერ გაიჯეჯილეს და მე დარწმუნებული ვარ, რომ აი იმ ცხელი შემოდგომის, რისიც ეშინია ივანიშვილს, მაინც მიიღებს. ვხედავ, რომ “ოცნება” ხედავს აღმავალ მუხტს, რადგან ქართველი ხალხი არც 2008 წელს საქართველოს ომში გამტყუნებაზე არ გაჩერდება სახლში, არც ამდენი პოლიტპატიმარია დაკავებას აიტანს და არც ვიზალიბერალიზაციის დაკარგვას და არც ქვეყნის ჩაჩეხვა და ეს ყველაფერი, როცა ერთობლიობაში გროვდება და სასექტემბროდ ყულფი უახლოვდება ყელზე ივანიშვილს, ამიტომ დაიწყო ასეთი ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ იშლებიან! გამარჯვება არის ძალიან ახლოს, ეს აღარ არის უბრალო სიტყვები. გილოცავთ, გიორგი ახობაძე თავისუფალია, ყველა ჩვენი თანამებრძოლები იქნებიან თავისუფლები და რაც მთავარია ეს ქვეყანაც გათავისუფლდება.” - განაცხადა ლევან სანიკიძემ
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)