|
2025-08-03 11:53:26, 2408 ნახვა
საზოგადოება
ფსიქოლოგი მაია ცირამუა დათაშვილის საქმეზე - არც კი მჯერა, რომ ეს საბჭოთა ფსიქიატრიული პრაქტიკა გაგვიცოცხლეს
ფსიქოლოგი მაია ცირამუა სასამართლოს გადაწყვეტილებას ნინო დათაშვილი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანაზე ეხმაურება: “ნებისმიერი პატიმარი, წარსულში კი არა, ახლაც, საკანში ყოფნისას რომ იყოს ემოციურად ლაბილური, ეს არის ადეკვატური პასუხი შეცვლილ გარემოებებზე. პენიტენციური სტრესი არ გაგიგიათ? ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი ფორმა სტრესის, რომელიც უამრავ პრობლემას იწვევს, ასეც რომ იყოს, არც ეს არ გამოდგება არანაირ მიზეზად ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასანიშნად, პირველკურსელმაც კი იცის, ან უნდა იცოდეს, რა შეიძლება გადაიქცეს ექსპერტიზის მიზეზად. იძულებაზე საერთოდ ლაპარაკიც კი არ შეიძლება... ...როგორ, რა კრიტერიუმია ეს, შერაცხადობა/შეურაცხადობის დასადგენად? 2019 წელს ოპერაცია რომ გაიკეთა ადამიანმა და პოსტ-ოპერაციული მდგომარეობა თუ ჰქონდა ემოციის და განწყობის სწრაფი მონაცვლეობა, რაც სრულიად ადეკვატური პასუხია ამგვარ გამოცდილებაზე, ეს ჩანაწერი როგორ იძლევა ფსიქიატრიული ექსპერტიზის საფუძველს?! რას ნიშნავს, ეს, რა მიზანს ემსახურება? არც კი მჯერა, რომ ეს საბჭოთა ფსიქიატრიული პრაქტიკა გაგვიცოცხლეს. მოვუწოდებ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტებს, სად, რა სახის სერვისშიც არ უნდა მუშაობდნენ ისინი, ნუ შევუწყობთ ხელს ამ მავნე პრაქტიკის საქართველოში გაცოცხლებას და დამკვიდრებას. პატივი ვცეთ ჩვენს პროფესიას და რაც მთავარია, დავრჩეთ ადამიანზე ორიენტირებულ სპეციალისტებად,” — წერს ფსიქოლოგი მაია ცირამუა.
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)