|
2025-08-01 10:23:26, 2543 ნახვა
მსოფლიო
ტრამპმა რუსეთის თავდასხმა კიევზე ამაზრზენი უწოდა და ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ სანქციების დაწესებას დაჰპირდა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მკაცრად დაგმო რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული დარტყმა, რომლის შედეგადაც 28 ადამიანი დაიღუპა და თითქმის 160 დაშავდა. „ის, რასაც რუსეთი აკეთებს, ამაზრზენია... მე ვთქვი, რომ თუ ხელისუფლებაში მოვალ, შევეცდები მის შეჩერებას, მაგრამ ვფიქრობ, რომ მისი ქმედებები ძალიან სამწუხაროა“, - განაცხადა მან თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებს მას შემდეგ, რაც მას მშვიდობის მისაღწევად მიცემული 10-დღიანი ვადა ამოიწურება, თუმცა ეჭვი ეპარება, რომ ეს რაიმე გავლენას მოახდენს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე. „არ ვიცი, ექნება თუ არა ეფექტი, მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ“, - დაჰპირდა ის. ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ ომი უნდა დასრულდეს. „ამჟამად, ყოველ კვირას 7000 ჯარისკაცი იღუპება, უკრაინელი და რუსი... ქალაქებში ხალხიც იღუპება, რადგან პუტინი მათ რაკეტებით ბომბავს. „მე ამას სირცხვილად მივიჩნევ“, - აღნიშნა ამერიკელმა ლიდერმა. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მისი სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ ვიტკოფი, მალე რუსეთს ეწვევა. ეს მისი მეხუთე ვიზიტი იქნება. ვიტკოფი ბოლოს მოსკოვში პუტინთან შესახვედრად აპრილში ჩავიდა. 28 ივლისს ტრამპმა გამოაცხადა, რომ მან გადაწყვიტა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად დადგენილი ვადის 50 დღიდან 10 დღემდე შემცირება, პუტინის ქმედებებით იმედგაცრუების მოტივით: აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ვაშინგტონის ძალისხმევის მიუხედავად აგრძელებს ვითარების ესკალაციას და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას. ულტიმატუმის ვადა 8 აგვისტოს იწურება. შემდეგ აშშ აპირებს დამატებითი სანქციების - 100%-იანი ტარიფების - დაწესებას რუსეთისა და მისი სავაჭრო პარტნიორების წინააღმდეგ. კრემლმა ამაზე იმით უპასუხა, რომ ომის დაწყების შემდეგ ქვეყანამ ეკონომიკური შეზღუდვების მიმართ „იმუნიტეტი“ გამოიმუშავა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)