15:34 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-21 15:57:22, 985 ნახვა

სამხედრო
დაბა გუდაურში საბაზისო სამთო მომზადების ზამთრის კურსი დაიწყო

დაბა გუდაურში საბაზისო სამთო მომზადების ზამთრის კურსი დაიწყო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლებას პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები უძღვებიან. საბაზისო სამთო მომზადების ზამთრის კურსს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 30 მოსამსახურე გადის.

„მსმენელები მომდევნო სამი კვირის განმავლობაში ზამთრის პირობებში სამთო საბაზისო უნარ-ჩვევებს დაეუფლებიან, მათ შორისაა სათხილამურო ტრასაზე თხილამურით სრიალი, მარშგადაადგილება და თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა.

კრიტიკულ სიტუაციაში ჯგუფის მართვის უნარ-ჩვევების შესასწავლად კურსის მონაწილეებისთვის დაგეგმილია ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნა-აღმოჩენისა და საკაცის გამოყენებით მისი ევაკუაციის განხორციელების ამოცანების შესწავლა. ასევე, მთიან რელიეფზე თავშესაფრის მოწყობა და თოვლის სახლ ,,იგლუში“ ღამის გატარება.

სამთო მომზადების ბოლოს მონაწილეებს ტექნიკურ და ფიზიკურ მოქმედებებში ტესტირებები ჩაუტარდებათ, რომლის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში მათ გადაეცემათ სერტიფიკატები, სამკერდე ნიშნები და რეკომენდაცია, მონაწილეობა მიიღონ სამთო მომზადების ზამთრის შუალედურ კურსზე“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში?
NATO: ალიანსი 24/7 რეჟიმში არის მზად, უპასუხოს ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს, რათა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორია და ხალხი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics