13:44 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-21 15:18:16, 1248 ნახვა

სხვადასხვა
აღსრულების ეროვნული ბიუროს პრევენციული კომუნიკაციის პროექტი გორში

აღსრულების ეროვნული ბიურო პრევენციული კომუნიკაციის პროექტს განაგრძობს. ფინანსურ ვალდებულებათა შესახებ ლექცია-სემინარი გორის იუსტიციის სახლში გაიმართა, სადაც აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეებს შეხვდნენ. გორის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საუბრის თემა სასესხო პრობლემები იყო.

14-18 წლის მოზარდებმა აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებისაგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს, თუ რა უნდა იცოდნენ ვალის, ფინანსური ვალდებულებებისა და ადმინისტრაციული სახდელის შესახებ; რის უფლება აქვთ თავდებობის, იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, როგორ უნდა დაიცვან თავი არასასურველი ვალისგან; რა ვადებში უნდა გადაიხადონ ადმინისტრაციული ჯარიმა, რათა თავიდან აიცილონ დამატებითი ხარჯები, დრო და ენერგია.

პრეზენტაციის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა მოსწავლეების კითხვებს უპასუხეს. შეხვედრის ყველა მონაწილეს სპეციალური სერტიფიკატი გადაეცა.

პრევენციული კომუნიკაციის პროექტის მიზანი დამამთავრებელი კლასების მოსწავლეების ინფორმირებაა, რათა ბავშვებმა დროულად აწონ-დაწონონ და გააცნობიერონ შესაძლო რისკები, ვიდრე ვალისა და ფინანსური ვალდებულებების აღებას გადაწყვეტენ. ამგვარ შეხვედრებს აღმასრულებლები საჯარო სკოლის მოსწავლეებთან რეგულარულად მართავენ. თითქმის ყველა შეხვედრის შემდეგ ბავშვები აცხადებენ, რომ მიწოდებული ინფორმაციის დიდი ნაწილი მათთვის აქამდე უცნობი იყო და რომ ფინანსური ვალდებულებების აღებას უფრო ფრთხილად მოეკიდებიან.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics