15:47 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-22 15:46:06, 1658 ნახვა

პოლიტიკა
ზურა ვარდიაშვილი- სასამართლოს მანდატურის უფროსი მეცა, შენობაში შემათრია, პირადობა ჩამომართვა

„პუბლიკის” რედაქტორს, ზურაბ ვარდიაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსმა, დავით მატიაშვილმა ვიდეოს გადაღების გამო პირადობის მოწმობა ჩამოართვა და კანონის წინაშე პასუხისგებით დაემუქრა.

ზურა ვარდიაშვილმა თქვა, რომ ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც მატიაშვილმა ჯერ „ახალის” წევრი, ნოდარ ჩაჩანიძე ძალის გამოყენებით გაიყვანა სასამართლოს შენობიდან.

„ახალის” წევრი ნოდარ ჩაჩანიძე გიორგი ახობაძის სასამართლო სხდომის დარბაზთან, დერეფანში იჯდა. მანდატურის სამსახურის უფრომა, დავით მატიაშვილმა ადგილის დატოვება მოსთხოვა. მატიაშვილი ეუბნებოდა, ვინ გიხდის, აქ რომ ზიხარო და ა.შ. ჩაჩანიძემ, როგორ მელაპარაკებიო.

მატიაშვილმა სტაცა ხელი და მიათრევდა. დერეფანში გადაღება არ დამიწყია, მაგრამ გარეთ რომ გააგდო, თავიდან ამომივარდა, რომ გადაღება ეზოშიც აკრძალულია. კიბეებთან დავიწყე გადაღება. ეს რომ დაინახა, მეცა და შემათრია შიგნით. პირადობა ჩამომართვა, გადაცემულიაო და კანონის წინაშე აგებ პასუხსო”. – თქვა ზურა ვარდიაშვილმა.

ის სასამართლოს შენობაში, ერთ-ერთ ოთახში რამდენიმე წუთის განმავლობაში ყავდათ ჩაკეტილი, შემდეგ კი პირადობის მოწმობა დაუბრუნეს და გაათავისუფლეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics