|
2025-07-18 19:25:15, 1253 ნახვა
პოლიტიკა
ესტონეთმა კიდევ 19 მაღალი თანამდებობის პირს სანქციები დაუწესა.
ესტონეთმა კიდევ 19 მაღალი თანამდებობის პირს სანქციები დაუწესა. ინფორმაცია ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. დეპარტამენტის ცნობით, სანქციების სიაში შედიან საქართველოს იუსტიციის მინისტრი, გენერალური პროკურორი, პარლამენტის წევრები, პროკურორები, მოსამართლეები და პოლიციის ყოფილი უფროსი. „ეს პირები პირდაპირ თუ ირიბად არიან პასუხისმგებელნი მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წევრების დევნაზე. საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოყენებული ძალადობა, პოლიტიზებული სასამართლო პროცესები და მომიტინგეებისა და ოპოზიციური პოლიტიკოსების წინააღმდეგ არაპროპორციული სასჯელები ეწინააღმდეგება დემოკრატიის ძირითად ღირებულებებს და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის პირობებს. ესტონეთი გააგრძელებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას, ქართველი ხალხის უფლებებისა და ღირსების დასაცავად“, - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაკნამ. ესტონეთმა საქართველოს 102 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. იმ 19 პირს შორის, რომლებსაც დღეს ესტონეთმა სანქციები დაუწესა, არიან: ნინო გალუსტაშვილი, გიორგი გვარაქიძე, ალუდა ღუდუშაური, ილია ინჯია, ირაკლი ქადაგიშვილი, ანი ხუბეჟაშვილი, მარიამ ლაშხი, გურამ მაჭარაშვილი, მარი ნი მეშველიანი, ვიქტორ ,,ბეტრევეჩილი, ვიქტორ ,,ბეტრევეი პაატა სალია, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შვანგირაძე, სოზარ სუბარი, ალექსანდრე ტაბატაძე, სულხან თამაზაშვილი, ნათია თათიაშვილი.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)