04:16 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-18 17:05:12, 1618 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: აშშ-ის ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ არაფერი გააკეთა წინამორბედის შეცდომების გამოსასწორებლად

„აშშ-ის ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ არაფერი გააკეთა საქართველოსთან დაკავშირებით მისი წინამორბედის შეცდომების გამოსასწორებლად, უსამართლოდ დაწესებული სანქციები კვლავ ძალაშია და ჩვენი ღიად გამოხატული სურვილი, ურთიერთობები ნულიდან დავიწყოთ, უპასუხოდ რჩება“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, საქართველო კიდევ ერთხელ გამოხატავს გულწრფელ სურვილს, რომ დონალდ ტრამპმა შეასრულოს თავისი ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირება და გაანადგუროს „ღრმა სახელმწიფო“.

„რაც შეეხება შეერთებული შტატების როლს მიმდინარე პროცესებში, მაშინ, რა თქმა უნდა, ამჟამინდელი ადმინისტრაციის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ რადიკალურად შეიცვალა და წინა ადმინისტრაციისგან მემკვიდრეობით მიღებული და ახლა კიდევ უფრო მკვეთრად გაგრძელებული ოფიციალური ბრიუსელის ხელით ჩვენი ქვეყნის მიმართ უსამართლო დამოკიდებულება შეწყდა. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ და ვიმეორებთ, რომ ვუსურვებთ პრეზიდენტ ტრამპს წარმატებას ღრმა სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში. თუმცა, ჩვენ ასევე გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ბრძოლა შეიძლება დასრულდეს არა ღრმა სახელმწიფოს დამარცხებით, არამედ მისი რებრენდინგით, რომლის მიზანი შეიძლება იყოს აშშ-ს განზე გაწევა და ევროპის მთელი ძალით ჩათრევა რუსეთ-უკრაინის ომში და საბოლოო ჯამში - როგორც ევროპის, ასევე რუსეთის ერთდროული განადგურება.“

დრო გვიჩვენებს, მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ არაფერი გააკეთა წინამორბედის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად, უსამართლოდ დაწესებული სანქციები კვლავ ძალაშია და ჩვენი ღიად გამოხატული სურვილი, ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ, უპასუხოდ რჩება. „კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ სურვილს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა შეასრულოს თავისი ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირება და გაანადგუროს „ღრმა სახელმწიფო“, წინააღმდეგ შემთხვევაში „ღრმა სახელმწიფო“, იგივე „გლობალური ომის პარტია“, გაანადგურებს არა მხოლოდ ამერიკას, როგორც თავად დონალდ ტრამპმა აღნიშნა, არამედ ევროპასაც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics