|
2016-03-21 13:36:56, 1803 ნახვა
სპორტი
ზურაბ აბაშიძე: რუსეთთან დიალოგმა საშუალება მოგვცა, ევროინტეგრაციის გზაზე წარმატებით გვევლო
პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელის ზურაბ აბაშიძის შეფასებით, განცხადებებს, რომ აბაშიძე-კარასინის დიალოგის ფორმატი საჭირო არ არის, ოპოზიციის ერთი ნაწილის წარმომადგენლები აკეთებენ. ზურაბ აბაშიძემ მედიასთან დღევანდელ შეხვედრაზე ორმხრივი არაფორმალური დიალოგის შედეგებზე ისაუბრა: “მინდა ამ დიალოგის შედეგებზე მოგახსენოთ. ჩვენმა მთავრობამ 2012 წელს ჩაიბარა ქვეყანა, რომლის ტერიტორიული მთლიანობა ფაქტობრივად მოიშალა 2008 წლის ომისა და შემდგომი რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკდიებელ სახელმწიფოებად აღიარების შედეგად. საქართველოს მოსახლეობა ყოველდღიურად ახალი დიდი ძალადობის მოლოდინში ცხოვრობდა, ჩვენ გარკვეულწილად შევამცირეთ ეს და ქვეყანას განვითრების საშუალება მივეცით, რუსეთთან დაძაბულობის შემცირება შიდა პოლიტიკური სტაბილურობის განმტკიცების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ამ დაძაბულობის შემცირება ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდის ფაქტორადაც იქცა. რუსეთთან დანა-სისხლად გადამტერებულ ქვეყანაში უცხცოელი ინვესტორი, ან ტურისტი არ ჩამოვა, ეს არის რეალობა, მეკითხებიან ხოლმე- კიდევ რა კონკრეტული შედეგები მოიტანა რუსეთთან დიალოგმა, ჯობს, ამის თაობაზე კითხოთ ქართველ გლეხებს, მეღვინეებს, სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებლებს, ტრანსპორტის სფეროს, კომპანიებსა და ათსობით ადამიანს ამ სფეროში, ტურიზმის სექტორში ჩართულ უამრავ ხალხს, კითხეთ ჩვენს ფინანსისტებს, თუ რა თანხები შედის ბიუჯეტში ყოველივე ამისგან, მილიონამდე რუსი ტურისტისაგან, ეს ხომ ახალი სამუშაო ადგილებიც არის?! რა მოიტანა დიალოგმა- დაუსვით ეს კითხვა ჩვენს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ჯაშუშობის ბრალდებით იხდიან სასჯელს რუსეთში, მათ ახლობლებს, მათგან ალბათ პასუხს მიიღებთ, ჰკითხეთ რუსეთში მცხოვრებ ასობით ათას ჩვენს თანამემამულეს, არის თუ არა საჭირო რუსეთთან თუნდაც რთული დიალოგის გამართვა, ეს ხალხიც ჩვენი ხალხია”,-განაცხადა აბაშიძემ და დასძინა, რომ რუსეთთან დიალოგმა საქართველოს საშუალება მისცა, ევროინტეგრაციის გზაზე წარმატებით ევლო. “რუსეთთან დიალოგმა საშუალება მოგვცა, წარმატებით გვევლო ევროინტეგრაციის გზაზე, გავაფორმეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, ზაფხულისათვის ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი დასრულდება, ეს ისტორიული მიღწევებია, რუსეთთან დიალოგი ამ მნიშვნელოვანი მიღწევების ნაწილია. ზუსტად ასე ხედავენ ამას ჩვენი დასასვლელი პარტნიორები. ასევე მათთვის, ვისაც სჭირდება რუსეთში წასვლა, ახლობლების მონახულება, თუ ბიზნესისათვის იქ გადაადგილება, მათთვისაც ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ სავიზო რეჟიმი მნიშვნელოვნად გამარტივდა”,-აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)