17:32 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-15 15:48:53, 1102 ნახვა

პოლიტიკა
ცისკარიშვილი - ივანიშვილის რეჟიმი ყველანაირად შეეცდება, უვიზო რეჟიმის შეჩერება ევროპას დააბრალოს

"ივანიშვილის რეჟიმი ყველანაირად შეეცდება, უვიზო რეჟიმის შეჩერება ევროპას დააბრალოს" - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა

 “ყველაფერს გააკეთებს, ყველანაირად შეეცდება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, რომ ევროპას დააბრალოს და ქართველი ხალხის თვალში ევროპა იყოს ის ბოროტმოქმედი, რომელმაც საქართველო აღარ მოინდომა, ჩვენს ხალხს დაუწესა სავიზო რეჟიმი და ა.შ., მაგრამ, სინამდვილეში, ყველაფერი არის მიზეზშედეგობრივი. ჩვენს საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ „ოცნების“ გადაწყვეტილებების, მათი ქმედებების დამსახურებაა ის, სადამდეც დღეს მივედით და საბოლოოდ, ალბათ შემოდგომისთვის მივა ბოლომდე ის საქმე, რასაც ჰქვია სავიზო რეჟიმის დაბრუნება შენგენის ქვეყნებთან მიმოსვლის დროს. ეს დაგვაზიანებს ჩვენ პოლიტიკურადაც, ეკონომიკურადაც, ტურიზმის თვალსაზრისითაც და მთლიანობაში, ევროინტეგრაციის გზაზე უკან დავიხევთ, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics