|
2025-07-14 18:31:51, 998 ნახვა
პოლიტიკა
იოზვიაკი -: ევროკომისია ამზადებს წერილს, რომელშიც საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებით იმუქრება
რადიო „თავისუფლების“ ევროპული ბიუროს მთავარი რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ ევროკომისია წერილს ამზადებს, რომელშიც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით იმუქრება. მისი თქმით, საბოლოო ჯამში, ამ საკითხს ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა წყვეტს. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს 15 ივლისს ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა 11 ქვეყანამ შეაჩერა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს უვიზო რეჟიმი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის, „სირცხვილი“ უწოდა. მისი თქმით, ეს ევროკავშირის მხრიდან საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. მანამდე პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირს არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებისთვის. მან აღნიშნა, რომ უვიზო რეჟიმი გათვალისწინებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის საერთაშორისო ხელშეკრულებით, რომელიც ითვალისწინებს მის საკუთარ უფლებებსა და ვალდებულებებს. შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 27 იანვარს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელებმა მხარი დაუჭირეს გადაწყვეტილებას, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის ვიზების ლიბერალიზაციის შეჩერებას. ჩვეულებრივი პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები „ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის ვიზების გათავისუფლებით კვლავ ისარგებლებენ“. შემდეგ ითქვა, რომ „გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მიიღეს და ახლა მათ თავად უნდა დანერგონ ის საკუთარ შიდა წესებში. ასე მუშაობს ევროპა ამ მხრივ“.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)