|
2025-07-09 08:49:22, 1158 ნახვა
პოლიტიკა
მარტა კოსი - საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას თავის ევროკავშირის გზას აშორებს
მომავალ კვირას ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავს, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. "როდესაც საქართველოს უმეტესობას სურს, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს, საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას თავის ევროკავშირის გზას აშორებს. პასუხისმგებლობა მხოლოდ "ქართული ოცნების" მთავრობას აკისრია. ევროკავშირის გზაზე დაბრუნება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება განიხილებოდეს, თუკი სასქართველოს ხელისუფლება დემოკრატიული უკუსვლის შესაბრუნებლად სარწმუნო ნაბიჯებს გადადგამს, რაც გულისხმობს მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობას შეწყვეტას, ყველა უსამართლოდ დაკავებულს გათავისუფლებას, რეპრესიულ კანონებს შეჩერებასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან და ყველა პოლიტიკურ აქტორთან ერთად შინაარსობრივ დიალოგში ჩართვას, რათა ახლანდელი კრიზისიდან გზა გამოინახოს. გაუარესებული სიტუაციის ფონზე კომისია მზადაა, დამატებითი ზომები განიხილოს. წევრ სახელმწიფოებს შორის კოორდინირებული მიდგომა ამ მხრივ აუცილებელი იქნება. “, - განაცხადა მარტა კოსმა. ევროპარლამენტში წუხელ საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა, დღეს კი კენჭს უყრიან ანგარიშს საქართველოს შესახებ.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)