|
2016-03-20 13:03:07, 1216 ნახვა
სხვადასხვა
გიორგი აბაშიშვილმა "სახელმწიფო მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმის" საჯარო ლექციების რეგიონული ციკლი გახსნა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტ „სახელმწიფო მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმის" რეგიონული საჯარო ლექციების ციკლი გახსნა. გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტისათვის მნიშვნელოვანია, რომ პროექტში, რომელიც სახელმწიფო მოწყობის საკითხებზე დისკუსიებს და საჯარო ლექციებს ითვალისწინებს, ჩართული იყვნენ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები, რადგან სახელმწიფო მოწყობის საკითხები დღეს ძალიან აქტუალურია და მასზე კვალიფიციური დისკუსია აუცილებელია. როგორც პროექტის დირექტორმა, პროფესორმა მამუკა ბერიაშვილმა განაცხადა, ეს არის საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში სახელმწიფოებრივი გაგების, აზრის ჩამოყალიბებას. „დემოკრატიული საზოგადოება მხოლოდ მაშინ შედგება, როცა მისი თითოეული წევრი მონაწილეობას იღებს სახელმწიფო მოწყობის პროცესში და ეს პროცსი არ მოიცავს მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობას" - აღნიშნა მამუკა ბერიაშვილმა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოსვლისას. ლექციები 11 თვის განმავლობაში ჩატარდება და დემოკრატიის, კონსტიტუციური და სოციალური სახელმწიფოს, ადამიანთა უფლებების, აღიარების და რელიგიის ფილოსოფიის თემატიკაზე ლექციებს წაიკითხავენ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები: შტეფან გოზეპატი, ანდრეას არნდტი, მათიას კუმი, გეორგ ლომანი, თეო კობუში, ლუდვიგ ზიპი, მიხაელ კვანტე და მარკუს გაბრიელი.
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)