|
2025-07-01 11:33:42, 802 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანში რუსული სააგენტოს ჟურნალისტი აიტეკინ გუსეინოვა დააკავეს
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტი დააკავა. რუსული მედიის ინფორმაციით, დაკავებულია რუსული ვიდეო სააგენტოს, „რაფთლის“ ჟურნალისტი აიტეკინ გუსეინოვა, რომელიც რუსული „სპუტნიკ აზერბაიჯანის“ ოფისის გარეთ იღებდა ვიდეოს, სადაც ორშაბათს პოლიციამ რეიდი ჩაატარა. სააგენტოს ცნობით, „რაფთლის” რედაქტორმა, აიტეკინ გუსეინოვამ დაახლოებით 20 წუთი გაატარა „სპუტნიკის” ოფისის გარეთ გადაღებებზე. მასთან კონტაქტი სწორედ მაშინ გაწყდა, როდესაც მან სამუშაოს დასრულების შესახებ განაცხადა, დედამისმა კი მისი დაკავება დღის ბოლოს დაადასტურა. რეიდის დროს ადგილობრივმა პოლიციამ დააკავა „სპუტნიკის” რედაქციის ხელმძღვანელი იგორ კარტავიხი და მთავარი რედაქტორი, ევგენი ბელოუსოვი. აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სააგენტო სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც მიიღო ინფორმაცია, რომ ის „უკანონო დაფინანსებით“ ფუნქციონირებდა. თებერვალში ბაქომ ფაქტობრივად დახურა „სპუტნიკის“ ოფისი და აკრედიტაცია მხოლოდ ერთ ჟურნალისტს მისცა. თუმცა, გამოცემამ განაცხადა, რომ მას ოფიციალური აკრძალვა არასდროს მიუღია და ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები სააგენტოს მუშაობასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)