22:39 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-30 11:49:39, 531 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - მსოფლიოში ალბათ პირველი პრეცედენტია, როდესაც ოპოზიციონერი შიმშილობს და მოთხოვნებს უყენებს ოპოზიციას

მსოფლიოში ალბათ პირველი პრეცედენტია, როდესაც ოპოზიციონერი შიმშილობს და მოთხოვნებს უყენებს ოპოზიციას. ასეთი რამ ჯერ მგონი, კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, ესეც მეტყველებს თავისთავად იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რომელიც დღეს რადიკალურ ოპოზიციაშია.

„ეს თავისთავად კარგია, რათა ქვეყანამ განაგრძოს მშვიდი და სტაბილური განვითარება. გუშინდელ დღეს კიდევ ერთხელ ყველა დარწმუნდა, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია – ოთხი პარტია, 40 „ენჯეო“, ევროპული ბიუროკრატიის დაფინანსება, მთელი „დიფ სთეითი“, ყველა ერთად იყო ჩართული და პიკზე 2 ათასი ქართველი ხალხი გამოიყვანეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ 28 ივნისს შიმშილობა დაიწყო. მან 29 ივნისს განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ ოპოზიცია შეთანხმდება და უარს იტყვის არჩევნებში მონაწილეობაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics