23:26 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-28 11:25:28, 772 ნახვა

პოლიტიკა
გედევან ფოფხაძე შიმშილობას იწყებს

„კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი გედევან ფოფხაძე, პარლამენტთან შიმშილობას იწყებს.

პოლიტიკოსის თქმით, ის უერთდება ელენე ხოშტარიას მიერ გამოცხადებულ შიმშილობას, რადგან მიაჩნია, რომ დღევანდელ სიტუაციაში ეს ერთ-ერთი სწორად გადადგმული ნაბიჯია.

მისი თქმით, ხელისუფლება ესკალაციაზე მიდის და მასთან თანამშრომლობა შეუძლებელია.

„ვუერთდები ელენე ხოშტარიას აქციას - შიმშილობას. შეუძლებელია ამ რეჟიმთან რაიმე ფორმის თანამშრომლობა, რადგან ფაქტობრივად შექმინილია უკანონო რეპრესიული სისტემა, რომელიც ადამიანებს დევნის, არის არალეგიტიმური სახელმწიფო სისტემა, რომელიც ერთი ადამიანის ინტერესს ემსახურევა, ამ ფონზე თუ ჩვენ არ დავუპიტისპირდით ამ ყველაფერს ჩვენ ვუღალატებთ ციხეში უკანონოდ მყოფ ადამიანებს და საზოგადოებასაც. ამიტომ მგონია, რომ დღეს ეს სწოტი ფორმაა. ან სიკვდილი, ან გამარჯვება. არავის არ მოვუწოდებ, მაგრამ მგონია, რომ ეს პროტესტი ბევრისთვის მიზიდულობის ცენტრი გახდება",- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტთან შიმშილობა დაიწყო „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამაც. როგორც მან აღნიშნა, მზადაა, „რეჟიმს თავი შესწიროს“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics