|
2025-06-28 09:59:53, 875 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - მე ის აიათოლა ალი ხამენეი სამარცხვინო სიკვდილისგან გადავარჩინე
აიათოლა ალი ხამენეი სიკვდილისგან გადავარჩინე, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს. „რატომ ამბობს ასე სულელურად ომით განადგურებული ქვეყნის ე.წ. უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, რომ ისრაელთან ომი მოიგო, როდესაც იცის რომ ეს სიცრუა“, - წერს დონალდ ტრამპი. მისი თქმით, „ზუსტად იცოდა, თუ სად იმალებოდა აიათოლა ალი ხამენეი“. „ისრაელს ან აშშ-ის სამხედრო ძალებს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძლიერია, მისი სიცოცხლის დასრულების უფლება არ მივეცი. მე ის საშინელი და სამარცხვინო სიკვდილისგან გადავარჩინე“, - აღნიშნავს დონალდ ტრამპი. ასევე, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესაძლო მოხსნაზე მუშაობდა, თუმცა აიათოლა ალი ხამენეის განცხადების შემდეგ ამას აღარ გააკეთებს. „მაგრამ ამის ნაცვლად, მან ზიზღითა და სიძულვილით სავსე განცხადება გაავრცელა და სანქციების მოხსნაზე ყველანაირი მუშაობა შევწყვიტე“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)