|
2025-06-27 12:30:46, 832 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - იმ მაკაკებმა, რომლებიც ხიდან ვერაფრით ჩამოდიან და თავს რატომღაც საქართველოს ხელისუფლებას უწოდებენ, დილეგში ჩასვეს გიორგი ვაშაძე
იმ მაკაკებმა, რომლებიც ხიდან ვერაფრით ჩამოდიან და თავს რატომღაც საქართველოს ხელისუფლებას უწოდებენ, დილეგში ჩასვეს გიორგი ვაშაძე, - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის დაკავებას. როგორც სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, „მაიმუნის ჯიშის ველურებს ყველა ცივილიზებული წარმატებული ადამიანი აღიზიანებთ და ამიტომ იძიეს გიორგი ვაშაძეზე შური“. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ხელისუფლება ბოგინს მხოლოდ ცოტა ხნით შეძლებს. „გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოში, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა სახელმწიფო სერვისების სრულიად ახალი სისტემა და მას იქ დიდ პატივს სცემენ. რა თქმა უნდა, მაიმუნის ჯიშის ველურებს ყველა ცივილიზებული წარმატებული ადამიანი აღიზიანებთ და გიორგიზეც ამიტომ იძიეს შური. არა უშავს, ცოტა ხნით დარჩათ ბოგინი, ყველაფერი დადგება თავის ადგილზე, პროვინციული ტირანების დრო მთავრდება!“, - წერს სააკაშვილი „ფეისბუქზე“. ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. ვაშაძის გარდა, პატიმრობაში არიან "ძლიერი საქართველოს" ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ასევე, სასამართლომ 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს. დღესვე, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გივი თარგამაძე დააკავეს. მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამასთან 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)