|
2025-06-26 19:36:29, 2278 ნახვა
ომი უკრაინაში
გამოკითხვა - უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 21.8% ზელენსკის, 19.6 პროცენტი ზალუჟნის მისცემდა ხმას
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები უახლოეს მომავალში რომ გაიმართოს, უკრაინელები პირველ ტურში ხმას, ძირითადად, მოქმედ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩს, ვალერი ზალუჟნის მისცემენ. ამის შესახებ უკრაინული მედია სოციოლოგიური კვლევითი ცენტრის, „სოცისის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას. აღნიშნული ორი კანდიდატის მიერ კენჭისყრის შემთხვევაში, გამოკითხულთა 21.8 პროცენტი ზელენსკის მისცემდა ხმას, ხოლო 19.6 პროცენტი – ზალუჟნის. უკრაინული მედიის თანახმად, რესპონდენტთა დიდმა რაოდენობამ (24.7 პროცენტი) ვერ შეძლო არჩევანის გაკეთება. შეთავაზებულ კანდიდატთა სიაში ასევე შედიოდნენ ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, კირილ ბუდანოვი, კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო და სხვები. მეორე ტურში „სოცისის“ სოციოლოგია ზალუჟნის გამარჯვებას აჩვენებს, რომელსაც 41.4 პროცენტი მისცემდა ხმას, 27 პროცენტი ზელენსკის, გამოკითხულთა კიდევ 15.7 პროცენტი კი ორივეს წინააღმდეგ მისცემდა ხმას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)