14:14 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-19 14:20:16, 1354 ნახვა

კომენტარი
ნინო გოგუაძე: როდესაც ადამიანებს სიკვდილისთვის იმეტებენ, ეს საზოგადოებას ეხება

მე დღეს მოვედი აქციაზე „ეს შენ გეხება“, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, ის რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება მე მეხება, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ნინო გოგუაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გოგუაძემ აღნიშნა, როდესაც ადამიანებს სიკვდილისთვის იმეტებენ, ეს საზოგადოებას ეხება.

„როდესაც ადამიანებს ტერორისტულ აქტს უწყობენ, ეს მე მეხება, როდესაც საზოგადოებას ატერორებენ, ეს მე მეხება. ჩვენ ყველანი შევიკრიბეთ იმის სათქმელად, რომ ვინც არ უნდა იყოს ის მანიაკი, რომელიც ასე ექცევა ადამიანებს, მას ეს არ გაუვა. საზოგადოება არ არის ბრბო, საზოგადოება ყოველთვის გაიმარჯვებს“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

ცნობისთვის კამპანიის „ეს შენ გეხება“ საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მიემართებიან. სამოქალაქო სექტორის მთავარი მოთხოვნაა, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების საქმის გამოძიება, საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა, კანონმდებლობის გამკაცრება და სამართალდამცველთა შესაძლო დანაშაულის შესასწავლად დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნა.

აქციაზე 300 ზე მეტი ადამიანია შეკრებილი. მობილიზებულია პოლიცია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics