14:23 - 14 Aug, 2026
|
2025-06-26 14:57:55, 1868 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხერსონის ოლქი დაბომბა, დაიღუპა 3 ადამიანი
25 ივნისის საღამოს რუსეთმა ხერსონის ოლქზე იერიში მიიტანა. შედეგად დაიღუპა 3 და დაშავდა 2 ადამიანი. ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის თქმით, სოფელ კრასნი მაიაკში დაიღუპა 55 წლის კაცი, რომელსაც ოკუპანტების მიერ გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატი დაეჯახა. გარდა ამისა სოფელ სოფიევკაში რუსებმა იერიში მიიტანეს სოფლის მეურნეობის საწარმოზე, შედეგად დაიღუპა 38 წლის კაცი. კიდევ ერთი 1987 წელს დაბადებული კაცი დაიღუპა სოფელ ტავრიჩესკის დაბომბვის შედეგად. ქალაქ ხერსონის დაბომბვისას დაიჭრა ორი ქალი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუსეთი უკრაინის რეგიონებს ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)