23:55 - 10 Jun, 2026
|
2025-06-23 21:48:15, 1440 ნახვა
მსოფლიო
დოჰაში მკაცრად გმობენ ირანის მიერ კატარში მდებარე ამერიკულ ბაზაზე იერიშს
კატარი მკაცრად გმობს ირანის მიერ კატარში მდებარე ამერიკულ ბაზაზე იერიშს. როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი წერს, კატარი ამას სახელმწიფოს სუვერენიტეტის, მისი საჰაერო სივრცის, საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს ქარტიის აშკარა დარღვევად მიიჩნევს. მაჯედ ალ-ანსარიის განაცხადებით, კატარი ინარჩუნებს პასუხის უფლებას. „კატარის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა წარმატებით შეაჩერეს თავდასხმა და ჩაჭრეს ირანული რაკეტები. რაც შეეხება ბაზას, ის მანამდე იყო ევაკუირებული“, – წერს მაჯედ ალ-ანსარი x-ზე. სპიკერის თქმით, ყველა საჭირო ზომა იქნა მიღებული ბაზაზე მყოფი პერსონალისა და შეიარაღებული ძალების უსაფრთხოებისთვის. „ჩვენ ვადასტურებთ, რომ თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა“, – წერს სპიკერი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)