|
2025-06-23 17:04:25, 662 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილმა ოპოზიციურ სპექტრს ერთობისკენ მოუწოდა
აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, უკანონოდ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, უბრალოდ ბიძინას ასე ეხუშტურება, გადაწყვიტა და ეს ადამიანი ტყვეობაში უნდა გაუშვას - ამ ყველაფრის შემდეგ, აქედან ერთადერთი გამოსავალი შეიძლება იყოს - ეს არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამხობა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. ხაბეიშვილმა ოპოზიციურ სპექტრს ერთობისკენ მოუწოდა. „ბიძინა ივანიშვილს მუდმივად განვიხილავთ, რომ იქნებ ნორმალური ადამიანის მსგავსია და იქნებ ამას არ გააკეთებს, ამდენს როგორ დაიჭერს, კაცო? იჭერს. ყველა დღე, ყოველი საათი ველოდებით ვის დაიჭერენ, ვის გამოუტანენ განაჩენს. ქალბატონებს აკავებენ, 19 წლის ბავშვებს ციხეში უშვებენ, პოლიტიკოსებს აკავებენ. ამიტომ, ამ ყველაფრის შემდეგ, აქედან ერთადერთი გამოსავალი შეიძლება იყოს - ეს არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამხობა. მოვუწოდებ მთელ საქართველოს, პოლიტიკურ სპექტრს, ვინც გარეთ რჩებით ჯერჯერობით, ვისაც ციხეში უწევს ყოფნა, სხვა გზა უბრალოდ არ გაგვაჩნია, გარდა ერთობისა და ეს ერთობა შემდეგ უნდა გადაიზარდოს დიდ მობილიზებაში. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 4 ოქტომბერს ბუნებრივი „დედლაინია“. ისინი აპირებენ სპექტაკლის, არჩევნების ჩატარებას. პარალელურად, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები, ახალგაზრდები ციხეში ტყვეობაში უნდა იყვნენ. ამიტომ, ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ. 4 ოქტომბერი არის ბუნებრივი „დედლაინი“, როცა საქართველოს ასიათასობით მოქალაქე უნდა გამოვიდეს ქუჩაში და ძალაუფლება ხალხმა დაიბრუნოს. ბიძინა ივანიშვილის დამხობის გარეშე მისი ტაბლოთი ხელში, მისი სუს-ით, მისი შსს-თი ვერ მოვერევით. ის არ ჩაატარებს ამ ქვეყანაში არჩევნებს, მან უკვე გააუქმა არჩევნები ამ ქვეყანაში. მიუხედავად განსხვავებული პოზიციების, სოლიდარობა ყველა ამ ადამიანს, ვისაც უკანონოდ უშვებენ ციხეში. თქვენ ხომ იცით, რომ ბევრ რამეში გვქონდა განსხვავებული პოზიცია. ცხადია, სოლიდარული ვარ ამ ადამიანების. აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, უკანონოდ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, უბრალოდ ბიძინას ასე ეხუშტურება, გადაწყვიტა და ეს ადამიანი ტყვეობაში უნდა გაუშვას“,- განაცხადა ხაბეიშვილმა. ხაბეიშვილმა ისაუბრა, ასევე გიორგი გახარიაზეც და აღნიშნა, რომ „გახარია გადააგდო ივანიშვილმა და დაჭერას უპირებს“. „ეს კლასიკური მაგალითია. ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ვინც ქვეწოლასაც კი ექვემდებარება, ის მაინც მზად არის, ყველა გარიგება უარყოს, ყველაფერი ფეხებზე დაიკიდოს და მაინც დაიჭიროს. მეც მქონდა მუდმივად განცდა, მოუხედავად გარიგების, რომელიც შესაძლოა გახარიასა და ივანიშვილს შორის იყო და მგონია, რომ იყო, ივანიშვილი უბრალოდ გადამგდებია. ასე ჩანს, გახარია „გადააგდო“ ივანიშვილმა და დაჭერას უპირებს. ბიძინას ფსიქოლოგია ასეთია - შეგითანხმდება, გაგანადგურებს მათ შორის, პოლიტიკური მიმართულებით, ხელს აგაღებინებს ღირსებაზე, მერე დაგიჭერს. დარწმუნებული ვარ, გახარიასთან მიმართებითაც ალბათ, ასე იქნება. დაიჭერს“,- განაცხადა ხაბეიშვილმა. ცნობისთვის, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. მანამდე, დღეს დილით განაჩენი გამოცხადდა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეზეც. მას საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება. დღეს, 17:00 საათზე გამოცხადდება განაჩენი ბადრი ჯაფარიძის საქმეზეც.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)