|
2025-06-22 10:07:53, 1093 ნახვა
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ - გილოცავთ პრეზიდენტო ტრამპ, თქვენი გაბედული გადაწყვეტილება ისტორიას შეცვლის
ისრაელის ლიდერები ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმების გამო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მადლობას უხდიან და თავდასხმას გადამწყვეტ და ისტორიულ მომენტად აფასებენ. ისრაელის პრეზიდენტის, ისააკ ჰერცოგის განცხადებით, დარტყმები „გადამწყვეტი მომენტია“. „კაცობრიობის ისტორიის გვერდებზე ეს არის მომენტი, როდესაც თავისუფლების, პასუხისმგებლობისა და უსაფრთხოების პრინციპებმა გაიმარჯვა. გადამწყვეტი მომენტი ტერორისა და ბოროტების ღერძსა და იმედის ღერძს შორის“, - წერს ისრაელის პრეზიდენტი X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, კი დარტყმებმა აშშ-ისრაელის ალიანსი გაამყარა. „შეერთებულ შტატებსა და ისრაელს შორის ალიანსი ახლა ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს - ორივე ერისა და მთელი თავისუფალი სამყაროს მშვიდობისა და უსაფრთხოების გულისთვის“, - აცხადებს ისრაელ კაცი. მისი თქმით, ტრამპის გადაწყვეტილება დარტყმის შესახებ ისტორიულია და რომ ირანისთვის ბირთვული იარაღის მოპოვების ნებართვის მიცემა „საფრთხის ქვეშ დააყენებს ისრაელს, რეგიონის ქვეყნებს და თავად შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს“. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, დონალდ ტრამპის გაბედული გადაწყვეტილება ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმებთან დაკავშირებით ისტორიას შეცვლის. „გილოცავთ პრეზიდენტო ტრამპ, თქვენი გაბედული გადაწყვეტილება, მიზანში ამოგეღოთ ირანის ბირთვული ობიექტები აშშ-ის საოცარი და სამართლიანი ძალით, ისტორიას შეცვლის. პრეზიდენტი ტრამპი და მე ხშირად ვამბობთ: „მშვიდობა ძალის მეშვეობით“. პირველ რიგში ძალაა, შემდეგ კი მშვიდობა მოდის. პრეზიდენტმა ტრამპმა და შეერთებულმა შტატებმა დიდი ძალით იმოქმედეს“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)