|
2025-06-19 20:14:35, 2114 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ატესტატის გასაცემად განცხადებების მიღებას 23 ივნისიდან იწყებს
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო 23 ივნისიდან იწყებს სრული ზოგადი განათლების (მე-12 კლასი) დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის გასაცემად განცხადებების მიღებას. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ატესტატის მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში. „ატესტატის მისაღებად განაცხადი შეიძლება წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე სკოლადამთავრებულმა მოსწავლემ ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა (მინდობილმა პირმა), ან 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში - მშობელმა. 31 დეკემბრის ჩათვლით, მზა დოკუმენტი განცხადების ჩაბარებიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ გაიცემა. მატერიალური ატესტატის მიღების შემდეგ დაინტერესებულ პირს შეუძლია ელექტრონული პორტალიდან - my.gov.ge-დან ელექტრონული ატესტატის ჩამოტვირთვა, რომელსაც დედნის თანაბარი იურიდიული ძალა აქვს. ელექტრონული ატესტატის ჩამოტვირთვა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, განცხადების ჩაბარებისას განმცხადებლისათვის გადაცემულ სამახსოვრო ბარათში მითითებული განცხადების ნომრისა და კოდის მეშვეობით. რაც შეეხება საბაზო (მე-9 კლასი) ზოგადი განათლების ატესტატს, „ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, საბაზო ზოგადი განათლების პირველადი ატესტატი გაიცემა მხოლოდ იმ პირებზე, ვინც 2025 წლის მარტში, ექსტერნატის ფორმით დაძლია საფეხური და მოიპოვა საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის მიღების უფლება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)